საზოგადოება
06/04/2021

გზების დეპარტამენტი: 2020 წელი რთული იყო, თუმცა მიმდინარე პროექტების გადავადება არ იგეგმება

„მიუხედავად, იმისა რომ 2020 წელი, პანდემიური სიტუაციის გამო საკმაოდ რთული იყო, სამუშაოები არ შეჩერებულა და ვადების მხრივ ცვლილებაც არ გვაქვს", - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაო საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი–ხევის, ხევი– უბისას, უბისა– შორაპანისა და შორაპანი არგვეთას მონაკვეთებზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ჯამში, 2.6 მილიარდი ლარია, რომელიც 62 ხიდსა და 39 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ეს არის საუკუნის პროექტი და მისი დასრულების შემდეგ საქართველო მიიღებს საერთაშორისო სტანდარტების გზას, რომელიც იქნება უსაფრთხო, შეამცირებს მანძილს, დროს, და ხარჯებს.“– აღინშნავს, გიორგი წერეთელი.  

რიკოთის უღელტეხილის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სამტრედია–გრიგოლეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, გრიგოლეთი– ჩოლოქის და ბათუმის შემოვლითი გზის სამუშაოები, რომლებიც სახელშეკრულებო ვადების გათვალისწინებით ეტაპობრივად შევა ექპლუატაციაში.

რაც შეეხება, ქვეშეთი–კობის პროექტისთვის გვირაბის საბურღი მექანიზმი უკვე საქართველოშია და ნაწილი დასაწყობებულია კობში, ხოლო ნაწილი რთული მეტეოროლგიური პირობების გუმჯობესების შემდეგ, ტრანსპორტიებული იქნება კობში, ხოლო 3–4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება.

„ზუსტად კლიმატური პირობებია ის მიზეზი, რის გამოც კობი– გუდაურის გზის ჩაკეტვა ხდება, ამიტომ აღნიშნული გზა საშუალებას მოგვცემს წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს გადაადგილება და წვდომა ყაზბეგსა და დანარჩენ საქართველოს შორის არ შეჩერდეს.“– ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საერთაშორისო გზების გარდა, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სახელმწიფებრი გზების მშენებლობა–რეაბილიტაციაზე.

ძეძილეთი–გორდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც პრომეთეს მღვიმესა და ოკაცეს კანიონს შორის მანძილს 60კმ–დან 30კმ–მდე ამცირებს. გზა ერთმანეთთან აკავშირებს ხონისა და წყალუბოს მუნიციპალიტეტებს. სამუშაოების ღირებულება საერთო ჯამში 20 მილიონი ლარია.

სამუშაოები ხორციელდება სხვა პროექტებზეც, რომლებიც მთის გზების განვითარებას გულისხმობს, როგორიცაა ბაღდათი– აბასთუმნის გზა, შატილის გზა, სადაც 70 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა.

„ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტის მესტია–ლენტეხის დამაკავშირებელი გზის დამთავრებაა დაგეგმილი 2023 წლის შუა პერიოდისთვის. ხოლო, საჩხერე–ონის დამაკავშირებელი გზა დასრულდება 2021 წლის შემოდგომისთვის, სადაც 80 კმ–ით შემოკლდება გზა", – აღნიშნავს გიორგი წერეთელი.