საზოგადოება
21/07/2020

გორში ისტორიული, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გორში ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

„სამეფო“ ქუჩის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოაცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,053 მლნ ლარია, განაცხადის შეტანა 17 აგვისტომდეა შესაძლებელი.

რეაბილიტაციის დაწყებამდე ქუჩის დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კომპანია „პროჯეკტ კომპანიმ“ შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, 662 მეტრის მონაკვეთზე, სრულად აღდგება დაზიანებული გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და სხვა.

 

 

ფოტო: რადიო მოზაიკა

Businesspartner