საზოგადოება
10/08/2021

გლდანის რაიონში 12 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული სივრცეები ეწყობა.

ფიტნეს ზონები დამატებით, ექვს მისამართზე განთავსდა. სულ მსგავსი ტიპის ზონები გლდანის რაიონის 12 მისამართზე მოეწყო.

სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 339 787 ლარი დაიხარჯა.