საზოგადოება
18/11/2021
GITA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, მხარეთა სტუდენტებისა და პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას სხვა საერთო ინტერესების ფარგლებში.
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.