GITA-სა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა შიდა ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.
მნიშვნელოვანია, რომ კასპის ტექნოპარკი არა მხოლოდ კასპის, არამედ მთლიანად შიდა ქართლის სეგმენტს მოიცავს, როგორც სხვადასხვა აქტივობების, ასევე ტრენინგ-კურსების მიმართულებით.