საზოგადოება
03/08/2021

GITA-მ და საქსტატმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, უფლებამოსილების ფარგლებში მხარეებმა ხელი შეუწყონ ერთმანეთის საქმიანობას და ერთობლივად განახორციელონ დაგეგმილი ღონისძიებები თუ პროექტები.

შეთანხმების ფარგლებში, მხარეები, დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

სააგენტო თავის მხრივ განახორციელებს GITA - ს ბენეფიციარებს შორის „საქსტატის“  პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის  ამაღლებას.