GITA-მ და მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
GITA-მ და მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადების ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა.
სასწავლო კურსი სამკვირიანია და პროექტის განხორციელებით, მსჯავრდებულები საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ მიიღებენ. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით გაიმართება ონლაინ შეხვედრები და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმება. მსგავსი ინიციატივები და აქტივობები კი მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას.