საზოგადოება
15/03/2022

გიორგი ხანიშვილი: საქართველოში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და  სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, დღეისათვის საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს. 

"რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს.  ამისთვის, მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ კერძო სექტორთან - იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის  შეუფერხებელ განხორციელებასა და მარაგების უწყვეტ შევსებაში", - განაცხადა  გიორგი ხანიშვილმა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში,  კლიმატური პირობების გამო, გარკვეული რეგიონების სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხება დაფიქსირდა, თუმცა, უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება. საავტომობილო გზებზე, უამინდობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორების შემდგომ, ქვეყანაში შემოვა პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი  პარტია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023