საზოგადოება
12/02/2022

გიორგი კაპანაძე: გიორგი ვაშაძე პარტიული ინტერესების გამო ანტისაბანკო განწყობებს აღვივებს, რაც მავნებლობაა

“სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძე საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ანტისაბანკო განწყობებს აღვივებს. ვფიქრობ, მისი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებები ამის ნათელი გამოხატულებაა”, – ამის შესახებ ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს.

მისივე შეფასებით, ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. შესაბამისად, საგანგაშოა, როდესაც ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი, ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე, დარტყმის ქვეშ აყენებს მთელ საბანკო სექტორს.

,,საპენსიო მომსახურების და მასთან დაკავშირებული საპენსიო გასაცემლების განახლებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ, გიორგი ვაშაძე იმდენად ჩავარდა ეიფორიაში, რომ ჩათვალა განახლებული სატენდერო დოკუმენტაცია მისი “დამსახურებაა”. რეალურად ვაშაძემ და მისმა პარტიამ, ისიც კი არ იცოდნენ თუ რა უნდა გაკეთებულიყო სიტუაციის შესაცვლელად და თვეების განმავლობაში მხოლოდ პოპულისტური განცხადებებით იფარგლებოდნენ. ამის დასტურია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც დიამეტრულად განსხვავდება გიორგი ვაშაძის ინიციატივებისგან და მისი პოპულისტური რიტორიკისგან.

როგორც ჩანს, ამ ფონზე გიორგი ვაშაძეს და მის გუნდს “მადა ჭამაში მოუვიდა” და მორიგი ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც პენსიონერებისთვის “საბანკო სექტორისგან დასაცავად” სამართლებრივი დახმარების ცენტრის შექმნას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ნაბიჯით, გააზრებულად თუ გაუცნობიერებლად ვაშაძემ დარტყმის ქვეშ დაყენა მთლიანად ფინანსური სექტორი. ამ ნაბიჯის ფონზე გამოდის, რომ “სტრატეგია აღამშენებელი” უკვე მთელ საფინანსო სექტორს “თაღლითობაში ადანაშაულებს”.

აქედან გამომდინარე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მიდგომა საგანგაშო ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ადამიანს რამენაირად უნდა განვუმარტოთ, რომ არ შეიძლება ვიწრო პარტიული პოპულისტური ინტერესების გამო, შეტევის მიტანა ისეთ სენსიტიურ სექტორზე, როგორიც ბანკები და საფინანსო ინსტიტუტებია. იმედი მაქვს ვინმე გამოჩნდება მის პარტიაში ისეთი, ვინც ბატონ ვაშაძეს დაეხმარება მისი მავნებლური პოლიტიკის გაცნობიერებაში​”,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

წყარო: ბანკები და ფინანსები

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023