საზოგადოება
11/01/2022
გიორგი ღიბრაძე: ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით სამთო კურორტებზე მოიმატა
საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, სამთო კურორტებზე რეგულაციების დაცვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ.
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით სამთო კურორტებზე მოიმატა.
"ვინც სამთო კურორტებზე დასასვენებლად იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაიცვას წესები და რეგულაციები, განსაკუთრებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.