გიორგი გახარია: არჩევნები პანდემიის პირობებში გამოწვევაა
პრემიერმა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.
მისივე თქმით, არჩევნები და პანდემია ცალკე თემაა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.
"არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.
აღნიშნა კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე.
"ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.