საზოგადოება
03/03/2021
გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. სარეგისტრაციო პორტალზე ამ დროისთვის უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.