ფოტო: 123rf.com
საზოგადოება
01/02/2022

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება, - ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის.

სანქციების ცვლილებები შეეხება რეკულტივაციის საკითხებს, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტებთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე დაურეგულირებელ თევზჭერას, ჰაერის დაბინძურებას, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეგულირების საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა, რომ იგეგმება ადმინისტრაციული სახდელის ვადის გაზრდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, ასევე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორის და ფაუნის დაცვის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების დარღვევა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გააძლიერებს სამინისტროს კომპეტენციებს აღსრულების ნაწილში. 

ნინო თანდილაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით კანონი სრულ თანხვედრაში იქნება ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით,  ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტს მომზადებული აქვს გარკვეული შენიშვნები რაზეც მეორე მოსმენამდე გააგრძელებენ მუშაობას. ამ დათქმით კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023