საზოგადოება
13/07/2021

განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება ₾40 მლნ-ით იზრდება

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 40 მლნ ლარით იზრდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე 2021 სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 15 მლნ ლარამდე ემატება განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესასყიდად; ამავდროულად 9,3 მლნ ლარი გამოიყოფა იმ 90-მდე სკოლის ინვენტარიზაციისთვის, რომელთა რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა

6 მლნ ლარი ემატება დისტანციური სწავლების გასაგრძელებელ და ხელშესაწყობ ხარჯებს; 4,8 მლნ ლარი გამოიყოფა ტრანსპორტირების ხარჯებისთვის; 3 მლნ ლარი დამატებით გამოიყოფა სკოლებში პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვისთვის.

2 მლნ ლარი გამოიყოფა არაქართულენოვანი სკოლების მე-8 კლასის გრიფირებაგავლილი წიგნების ბეჭდვისთვის.