"განახლებული რეგიონების" ფარგლებში ₾160 მლნ-ის ტენდერები გამოცხადდა
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა.
სახელმწიფო ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ის ყველა, 34 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მლნ ლარია.
ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.
ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს სპეციალური კომისია, ის მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. შემადგენლობაში იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
29 აპრილს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტენდერში მონაწილეობის მსურველ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან.
4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.