საზოგადოება
05/10/2021

გაბუნია: ვაქცინირებულთა 60% არ იქნება საკმარისი ვირუსის მომდევნო ტალღებისგან თავის დასაცავად

თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის ტემპის კლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთი მიმართულებით და დადებითი, პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქციაციის ხელშეწყობის კამპანია.

“ვაქცინირებულთა 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, რომ დავიზღვიოთ და დავიცვათ თავი მომდევნო ტალღებისგან. ასე რომ ჩვენი ამბიცია უფრო მაღალი და გვინდა 60%–ს გადავცდეთ, ეს არის ძალიან პრობლემური.

სექტემბრის ბოლო კვირამდე აცრილთა დღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, კარგი იქნებოდა ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მივიღეთ ეს რეალობა. რაც შეეხება დამატებითი ინტერვენციების გააქტიურებას, აქ არცერთ შემთხვევაში საუბარი არ არის იმაზე, რომ რომელიმე გადაწყვეტილებამ დააგვიანა. ეტაპობრივად შემოვიდა პროგრამაში წახალისება ლატარიის სახით, ასევე ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა ძალიან დიდიხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჩაითვალა რომ მათი ფინანსური წახალისება იქნება კიდევ უფრო აქტიური მექანიზმი, რომ ოჯახის ექიმების მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს. ველოდებით, რომ ამ დღეებში მოხდება ამ ინიციატივის ამოქმედება.“–განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.  

მისივე თქმით, ამასთან კონსულტანციები მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, იმისთვის რომ მათგანაც მოვისმინოთ დამატებით რა სახის ინტერვენციების გამოყენება შეგვიძლია ვაქცინაციის გააქტიურებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022