საზოგადოება
21/05/2021

ფულის გაყალბების ტენდენცია მცირდება

ფულის გაყალბება კვლავ აქტუალურია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ტენდენცია შემცირდა.

2020 წელს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მკვეთრად გაიზარდა გაყალბებული მონეტების რაოდენობა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19,688 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ჩატარდა ექსპერტიზა. 3035 ყალბი ბანკნოტი აღმოჩნდა, ასევე ყალბი იყო 399 დოლარის და 93 ევროს ბანკნოტი. რაც შეეხება მონეტებს 14 101 ყალბი მონეტა გამოვლინდა.

2020 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით 15.2%- ით შემცირდა, ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა - 41.1%- ით, ყალბი დოლარების ბანკნოტების რაოდენობა - 42.5 %-ით, ხოლო სხვა უცხოური ყალბი ვალუტა 34.7 %-ით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოდენობით ყალბი 100 და 50 ლარის ნომინალის კუპიურებია ნაპოვნი.

რაც შეეხება ლარის ყალბი მონეტების რაოდენობას, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 22.2-ჯერ გაიზარდა.

მონეტები დამზადებულია კუსტარულად და თაღლითების მიერ სამიზნე ობიექტებს ფულის გადახდის და სავაჭრო ავტომატური აპარატები წარმოადგენს.