საზოგადოება
09/07/2021

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ₾14.5 მლნ-იანი დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, დიდი და მცირე საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზი შენდება. მოეწყობა  კალათბურთის, მინი ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები. აშენდება სპორტული მოედანი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე. სპორტულ კომპლექსში იქნება დარბაზი ტრენაჟორებისთვის, ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად,  საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. სპორტულ კომპლექსში განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

ახალი სპორტული კომპლექსში გაიმართება სპორტული ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.