საზოგადოება
15/11/2021
ფიზიკური პირები 75 მლნ ლარის ქონების გადასახადს გადაიხდიან
ფიზიკური პირები 75 მლნ ლარის ქონების გადასახადს გადაიხდიან. დღეს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 301 826 ფიზიკურმა პირმა წარადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური შემოსავალი 2020 წელს 40 000 ლარს აღემატებოდა. ქონების დეკლარაცით დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 75 მლნ ლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ დეკლარანტები თავად განსაზღვრავენ მათი ქონების ღირებულებას რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის თანხას სისტემა ავტომატურ რეჟიმში ითვლის.