საზოგადოება
16/08/2021
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, - პრემიერმა ბრძანება უკვე გამოსცა.
მამუკა ბარათაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეა. იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
2020 წლის თებერვლიდან - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.