საზოგადოება
11/06/2020

ევროკავშირის საზღვრები იხსნება - პირობები, შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის

ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირობები, რომელთა დაცვაც მოუწევთ როგორც წევრი ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. პირობები საქართველოზეც ვრცელდება. 

რეკომენდაციით, სამგზავრო შეზღუდვები უნდა მოიხსნას ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის საზღვრების 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად გაიხსნება, თუმცა შეფასდება კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყნის მზაობა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და გააუქმა თუ არა ქვეყანამ ევროკავშირთან შეზღუდვები.

ქვეყნები, სადაც მდგომარეობა შეიცვლება ან ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდება შესაძლოა EU-მ შეზღუდვები ისევ აამოქმედოს.