საზოგადოება
03/04/2021

ევროკავშირი საქართველოს გარემოს დაცვისთვის €20 მლნ-ს გამოუყოფს

საქართველო ევროკავშირისგან გარემოს დაცვისთვის €20 მლნ-ს მიიღებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამა 2022-2027 წლებში განხორციელდება.

პროექტის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშესთან ალექსანდრე დარასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვა, ინდუსტრიული ემისიების შემცირება, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონმდებლობის და კლიმატის ცვლილების კუთხის ეროვნული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობების მხარდაჭერა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყება 2,5 მლნ ევროს ტექნიკური დახმარების ორი პროექტიც.