ესტონეთის საგარეო უწყება: სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, დიალოგი აუცილებელია
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ესტონეთი გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივ შეტევას და თბილისში პოლიტიკური ვითარების გამწვავებას.
მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებს თავშეკავებისკენ.
“სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად პოლიტიკურ დიალოგზე, დაბრუნება მნიშვნელოვანია,”-ნათქვამია Twitter-ის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.
ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ დანიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.