საზოგადოება
23/08/2021

"ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი" – მინისტრი 2-ჯერ ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალებაზე

ეკატერინე ტიკარაძე ორჯერ ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი.

მისივე განმარტებით, ორი დოზით ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევაში  პაციენტების ქრონიკული დაავადებებით იყო გამოწვეული.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რომ მსოფლიოში მსგავსი ფაქტები ფიქსირდება და გარდაცვალების შემთხვევათა 0,001%-ია.

ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რამდენი ორჯერადად აცრილი პაციენტი ემსხვერპლა, კოვიდს. მას არც ის ვაქცინები დაუკონკრეტებია, რომლებიც გარდაცვლილებს ჰქონდათ გაკეთებული – ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ადამიანის პერსონალური ინფორმაციაა.

გასულ კვირებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებდა, რომ ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების 2 სავარაუდო შემთხვევა იყო, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობდა – კერძოდ, სხვა  ფაქტორებთან ერთად, უნდა დადგენილიყო, რა ვადა იყო გასული მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანუ გამომუშავებული იყო თუ არა სრული იმუნიტეტი.  გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ორი დოზით აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ.