საზოგადოება
02/02/2022

"ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტი არა 150, არამედ 40 ლარი ღირს" - კახა კალაძის განმარტება

კახა კალაძე უარყოფს მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ფასი 150 ლარია. მისი განმარტებით, აბონემენტის ღირებულება 40 ლარია.

მერი ამბობს, რომ ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას  ემსახურება.

"არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გადახდის ახალი სისტემ 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა. მერის თქმით, დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის კი ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება.

"ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. 1-ლი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023