საზოგადოება
19/08/2021
ერთ დღეში 26 363 მოქალაქე აიცრა - ვაქცინირებულთა რაოდენობა 883 570-ს აჭარბებს
ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა, სულ ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობამ 883 570-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსს ბოლო 24 საათში 58 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 4 471 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977-მდე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.01%.