საზოგადოება
10/06/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის ბიუჯეტი 9.59 მლნ-ით განისაზღვრა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით მომავალ წელს პარლამენტთან არსებული სამივე დაწესებულების ბიუჯეტი არ იცვლება და იგივე რჩება.

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსება მომავალ წელს 9,59 მლნ ლარი, კვლევითი ცენტრის - 1 მილიონი ლარი, ხოლო პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დაფინანსება 450 ათასი ლარი იქნება,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

პარლამენტთან არსებული ეროვნული ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.