საზოგადოება
07/04/2021
ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობები 2022 წლიდან დენს და გაზს ვერ მიიღებენ
შენობები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იქნებიან, 2022 წლიდან ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს ვერ მიიღებენ. რეგულაცია მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ამ რეგულაციას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც უკვე პარლამენტი განიხილავს.
კანონპროექტით, მშენებლობებთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება როგორც ამნისტია, აგრეთვე მკაცრი რეგულაციები.