საზოგადოება
28/04/2021

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ზოგიერთი ექიმის ხელფასი ₾120 000-ს აღწევს

ზოგიერთ ექიმს 300-ლარიანი ანაზღაურება აქვს, ზოგს კი 120 ათასი ლარი. ამის შესახებ  jandacva.ge ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული  ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს  უსამართლობაა და ასეთი ანაზღაურება მხოლოდ კვალიფიკაციაზე არაა დამოკიდებული.

„ეს გარემო ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი. 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ღირსეულად ეცვას თეთრი ხალათი ისევე როგოც იმ ექიმს,  რომელიც თვლის, რომ საქართველოს პირობებში სამართლიანად აქვს 120 ათასიანი ხელფასი,“ – განაცხადა ტიკარაძემ.