საზოგადოება
11/03/2021
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ პარტიას 13 მარტიდან მიიღებს
საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას კვირის ბოლოდან მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 13 მარტიდან საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს.
„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ქვეყანა პირველ ეტაპზე ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.
გარდა ამისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ pfizer-ის ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს.