ეკატერინე ტიკარაძე: რესტორნებში დიდი აქტივობებია და არ არის დაცული რეგულაციები
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით სახელმწიფო უწყებების მიზანი მორიგი ლოქდაუნის გამოცხადება არ არის, თუმცა, თუ მოქალაქეები არსებულ რეგუალციების არ დაიცავენ, შეზღუდვები გამკაცრდება.
"ჩვენი პირველი თხოვნა და მოწოდება არის, რომ მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვაკვირდებით, როგორ არის დაწეული პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, ასევე სოციალური დისტანცირება. დიდი აქტივობებია რესტორნებში, სადაც არ არის დაცული რეგულაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსის შესაკავებლად.
ჩვენი მიზანი რეგულაციების მუდმივი გამკაცრება არ არის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც დაიცავს ქვეყანას მორიგი ლოქდაუნისგან",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.