საზოგადოება
07/05/2021
ეკატერინე ტიკარაძე: კომენდანტის საათის მოხსნის რესურსი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკია მოსალოდნელი, შესაბამისად ამ ეტაპზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება.
“კომენდანტის საათის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი იქნება“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით, შეზღუდულია.