საზოგადოება
17/03/2021

"ძველი სანომრე ნიშნების ჩანაცვლების საინფორმაციო კამპანია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო"

„ძველი სანომრე ნიშნების ახლით ჩანაცვლების საინფორმაციო კამპანია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ განუცხადა.

დავით მესხიშვილის განმარტებით, ასეთი მასშტაბური რეგულაციის განხორციელებისთვის უნდა მომზადებულიყო სარეკლამო რგოლები.

„უკვე წლებია ვიცით, რომ უნდა შეგვეცვალა სანომრე ნიშნები. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე ხდება, რომ ბოლო დღეებში მიაწყდება ხალხის ნაკადი და ასე მოხდა ახლაც. ამ სიტუაციაში საჭირო იყო უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ერთმა პასუხისმგებელმა პირმა ინტერვიუ მისცეს. ეს დაგეგმილი უნდა იყოს შესაბამისი სარეკლამო რგოლებით და აგრესიული კამპანიით. სხვა შემთხვევაში ყოველთვის გვექნება რიგები. ეს რიგები მით უმეტეს ახლა, ამ პანდემიურ სიტუაციაში არ არის სასიამოვნო,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანომრე ნიშნების გამოცვლისთვის მძღოლებს დრო გასული წლის პირველ სექტემბრამდე ქონდათ. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ვადა 7 თვით, 31 მარტამდე გახანგრძლივდა. ნომრის გამოცვლის მსურველთა აქტივობა რამდენიმე დღეა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მოიმატა რიგებმაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022