საზოგადოება
17/03/2021

ძველ სანომრე ნიშნებს 1-ელი აპრილიდან ვადა გასდის

პირველი აპრილიდან ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა ეკარგებათ.

როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა „ბიზნსპარტნიორს“ განუცხადა, ძველი ნომრების ახლით შეცვლისას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ავტომობილის სააგენტოს ფილიალში მიყვანა და დათვალიერება სავალდებულო აღარ არის.

„ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება ან მისი მონაცემები, მათ შორის მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა არ არის შეცვლილი,“ - განმარტავს სალომე ეპიტაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის შეკვეთა დისტანციურადაც შესაძლებელია.

„ამისთვის მომხმარებლებმა სააგენტოს მობილური აპლიკაცია SAGENCY უნდა გამოიყენონ. დისტანციურად შეცვლილი, ახალი ნომრების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ფილიალშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციის გამოყენება შეუძლიათ მსუბუქი სატრანსპრტო საშუალების მესკუთრე ფიზიკურ პირებს,“ - განმარტა სალომე ეპიტაშვილმა.

სანომრე ნიშნების გამოცვლისთვის მძღოლებს დრო გასული წლის პირველ სექტემბრამდე ქონდათ. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ვადა 7 თვით, 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022