საზოგადოება
31/05/2021

ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
 
 ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
 
ამ დროისთვის, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ექსკავაციით ვაკისის საპროექტო ნიშნულებამდე მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, საფუძვლის მომზადება, გზის სუსტი უბნების გამაგრება. სანიაღვრე რკინა- ბეტონის არხების, საყრდენი კედლების და ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს.ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.