საზოგადოება
03/02/2022

დისტანციური PR ოფისი – Publicity Group-ის ახალი პროექტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია Publicity Group-მა მომხმარებელს ახალი პროექტი შესთავაზა - "დისტანციური PR ოფისი" ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს მინიმალური დანახარჯებით და გამოცდილი სააგენტოს დახმარებით მომსახურების სრული პაკეტი მიიღონ.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკო ჩიტიშვილი აღნიშნავს, ახალი მომსახურების დანერგვის მიზნით უკვე მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 2022 წლის გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.

"Publicity Group-ის მოკლევადიანი გეგმა პანდემიიდან გამომდინარე დღევანდელ ბიზნესგარემოში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება და ისეთი სერვისების შეთავაზებაა, რომელიც მოქნილი და ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით კი მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სტრატეგიულ კომუნიკაციებში შესაბამისი მომსახურება სჭირდებათ," – აცხადებენ კომპანიაში.

Publicity Group-ი საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიაა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების, ღონისძიებების მენეჯმენტისა და მედია სერვისების მიწოდების მიმართულებით. კომპანიას პარტნიორები ჰყავს როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკაში, აზიაში და ის მსოფლიოს წამყვან პიარ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთანაც წარმატებით თანამშრომლობს.

Publicity Group-ის დაარსების იდეა 15  წლის წინ გაჩნდა, როდესაც თანამოაზრეების გუნდმა და პირველმა კომუნიკაციის სპეციალისტებმა საქართველოში გადაწყვიტეს ისეთი მომსახურების შექმნა, რომელიც მედიასა და პიარ პრაქტიკოსებს გაუდავილებდა რეგულარულ ურთიერთობას. ასე შეიქმნა, "ფაბლისითი ჯგუფის" პირველი ციფრული პროექტი, პრესრელიზების გავრცელების სერვისი PUBLICITY.GE, რითაც მაშინ ერთგვარი ჯაჭვიც კი შეიქმნა მედიასა და პიარ პრაქტიკოსებს შორის. კომპანიამ მალევე შექმნა რიგით მეორე პროექტი, REGIONS.GE - რეგიონალური სიახლეების გავრცელების სააგენტო, რომელიც ფაქტობრივად რეგიონალური მედიის ჰაბს წარმოადგენდა. ამ პროექტის განხროციელება, მაშინ შესაძლებელი გახდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.  

"ეტაპობრივად იზრდებოდა იმ კომპანიების და ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც ჩვენი კომპანიის მომსახურებებს იყენებდა. ასე, ნელი ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნებით დაიწყო კომპანიამ ოპერირება 2008 წლის დასაწყისში," - ამბობს მაიკო ჩიტიშვილი.

ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია აქტიურად იყო ჩართული საკომუნიკაციო დარგის განვითარების ინიციატივებში. 2008 წელს კომპანიამ შექმნა საინფროამაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პორტალი PRGUIDE.GE, რომელიც იმ დროს, პირველი ქართულენოვანი რესურსი იყო, სადაც ქართულ ენაზე ბევრი საინტერესო ინფორამცია იყრიდა თავს.

ამ ბუტიკური ტიპის კომპანიაში 10-მდე პროფესიონალი კომუნიკაციების სპეციალისტია დასაქმებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ ნატროშვილი ორი ათეული წელია, რაც პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "პროსერვისის"  დამფუძნებელი და მმართველია. კომპანიის დატა ცენტრი კი, ერთ-ერთი დიდი პროექტია რეგიონში. Publicity Group–ის და "პროსერვისის" სინერგია კი მომხმარებელს მრავალი განსხვავებული სერვისის და პროდუქტის შეეთავაზების შესაძლებლობას აძლევს.