საზოგადოება
04/05/2021
დიდუბეში ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოებზე 777 770 ლარი დაიხარჯება
დიდუბის რაიონში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტზე 777 770 ლარი დაიხარჯება და ის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყო.
თბილისის მერიის ცნობით, ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა დათევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.
დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ამბობა, რომ დიდუბის რაიონში ერთდროულად 43 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მწვავედ ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია.