საზოგადოება
08/09/2021

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. 

კახა კალაძის თქმით, ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და ორი წელი დასჭირდა მუნიციპალიტეტს მის დასაბრუნებლად.

„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, სადაც მოეწყობა რეკრეაციული ზონა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა გაგრძელდება. 

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება არის ის, რომ მეტი სუფთა ჰაერი უნდა იყოს დედაქალაქში. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა მეტი რეკრეაციული სივრცე, არსებულის რეაბილიტაცია და სადაც შესაძლებელია, საქალაქო პარკების და სკვერების გაშენება, რაც საზოგადოების დაკვეთაა და რაც ასე ჭირდება ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.