საზოგადოება
29/07/2023

"დღეს ელექტრიკოსის პროფესია კვლავ ნაკლებად პოპულარულ პროფესიად ითვლება"

"ქვეყანაში პროფესიულმა განათლებამ ფეხი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა.“ - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავის 2-თან“ ელექტროენერგიის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ელექტრიკოსის პროფესია დღეისათვის კვლავ ნაკლებად პოპულარულ პროფესიად ითვლება, შესაბამისად, სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო პრობლემატური საკითხი გახდა.

"2020 წლის შემდეგ, დასაქმების მსურველი კადრების ასაკობრივი სეგმენტი გაიზარდა. რაც შეეხება ახალგაზრდა აპლიკანტებს, ისინი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდნენ.“ -აცხადებს ტრაპაიძე.

"ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, 2015 წლიდან კომპანიამ 20-მდე პროფესიულ და 2 უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობა დაიწყო და მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის საუკეთესო სტუდენტებს წახალისების მიზნით „ენერგო-პროს“ სტიპენდია დაენიშნათ. ამას გარდა,სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, რომ სტაჟირების პროგრამა ამავე კომპანიაში გაიარონ, შემდეგ კი დასაქმდნენ და დაიწყონ კარიერული წინსვლა.

 

 

 

 

Businesspartner