საზოგადოება
01/07/2021
დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ
დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება. ისინი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.
აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.