საზოგადოება
30/06/2021

დღეიდან კომენდანტის საათი უქმდება

დღეიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კომენდანტის საათის გაუქმება 1-ლი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ გადაადგილების შეზღუდვა 30 ივნისს მხოლოდ 1 საათით, 23:00-დან 00:00 საათამდე იქნებოდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა უკვე დღეიდან გაუქმდება. 

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად, კვების ობიექტები 00:00 საათამდე იმუშავებენ.

შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.