საზოგადოება
23/02/2022

დებატები უკეთესი განათლებისთვის - რას გულისხმობს პროექტი

პროექტის "დებატები უკეთესი განათლებისთვი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, წარმატებით გრძელდება დებატკლუბების მუშაობა და სუპერვიზირება/მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა რომ მიუხედავად მუდმივად ცვალებადი, ჰიბრიდული თუ ონლაინ სასწავლო რეჟიმისა, დებატკლუბები სკოლებში მაინც წარმატებულად და სრულფასოვნად აგრძელებენ ფუნქციონირებას. თითოეული კლუბის მუშაობამ და სუპერვიზირებამ კი აჩვენა, რომ მასწავლებლები თანმიმდევრულად მიუყვებიან პროგრამას და მოსწავლეებიც ძალიან მოტივირებულად არიან ჩართული ყველა სახის აქტივობაში. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ არაფორმალური განათლება და მსგავსი ტიპის სკოლის შემდგომი აქტივობები, რომლებიც მაღალი სტანდარტებით არის დაგეგმილი და ორგანიზებული, მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პროექტის ფარგლებში, წელს უკვე 60 დებატკლუბი მუშაობს აქტიურად სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა და აჭარაში.  

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023