საზოგადოება
01/02/2022

დავით სერგეენკო: ამ ომში ყველა დაიღალა, მჯერა მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ პანდემია მალე დასრულდება და საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. 

თუმცა, დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს, მანამდე სპეციალისტების რჩევებს მიჰყვნენ.

"რეალურად პანდემია ომია და ამ ომში უკვე ყველა დაიღალა. დაიღალა შეზღუდვებით, ნიღბის ტარებით, დაიღალა განუწყვეტელი ბრძოლით სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა მე მართლაც გულწრფელად მჯერა, რომ შორს აღარ არის ის დღე, ძალიან მალე დადგება, როდესაც ყველა გავიმარჯვებთ ამ დაავადებაზე და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. შევძლებთ ქვეყნის ისევ ფეხზე დაყენებას, თუმცა იქამდე თითოეული სიცოცხლე ძვირფასია და ყველას გთხოვთ, რომ დაუჯერეთ პროფესიონალებს და არა საკუთარ პოლიტიკურ, კარიერულ და პირად მოსაზრებებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

მისი თქმით, უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიოს განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება და ამ ახალმა რეალობამ ბევრი რამ დაგვანახა.

"ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც ძალიან თამამად მსჯელობენ პანდემიის მართვის შუქ-ჩრდილებზე, დაავადების კლინიკურ მართვაზე, ვაქცინაციის ავკარგიანობაზე, თუმცა ამ საქმეში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ. ის ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრება ეპიდემიოლოგიას და კლინიკურ მედიცინას მიუძღვნა, ბევრად უფრო ფრთხილები არიან. ხოლო ადამიანები, ვისაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ, პირიქით, ძალიან რადიკალურები არიან. საბედნიეროდ, მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მართლაც თავდადებულად იბრძვიან თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ისინი ახლაც, ამ წუთებშიც ამას აკეთებენ. ისინი ნამდვილი გმირები არიან და დიდი პატივისცემა მსურს გამოვხატო თითოეული მათგანისადმი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023