საზოგადოება
25/04/2021

დაშავებული ქართველი ჯარისკაცებისთვის საპროთეზო-ორთოპედიულ საშუალებებს Ottobock-ი დაამზადებს

დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებს გერმანული კომპანია Ottobock SE&Co. KGaA დაამზადებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პროთეზების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანიასა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. 

გარდა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდებისა, მემორანდუმი ითვალისიწნებს გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გერმანული მხარის წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის“ ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დამზადება.