დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ 2 წელში 3 388 პირი დაასაქმა
დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ 2 წელში 3 388 პირი დაასაქმა, - დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ 2 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
კერძოდ, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დღეის მდგომარეობით, სულ დარეგისტრირებულია - 349,690 სამუშაოს მაძიებელი, საიდანაც 2020 წელს დარეგისტრირდა - 33,693, ხოლო 2021 წელს კი - 8,673 პირი.
2020 წელს სააგენტოს 269 დამსაქმებელმა 3,434 ვაკანტური სამუშაო ადგილი წარუდგინა, ხოლო 2021 წელს - 843-მა დამსაქმებელმა 10,717 ვაკანსია.
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, 2020 წელს, ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა 1,806 სამუშაოს მაძიებელი. 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა 2,892 სამუშაოს მაძიებელი.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების ფარგლებში, 2020 წელს დასაქმებულია 908 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის საშუამავლო მომსახურებით -343, მხარდაჭერით სერვისით - 9, მომზადება-გადამზადების პროგრამით- 555, ფორუმით - 1.
2021 წელს კი (1 დეკემბრის მდგომარეობით) დასაქმებულია 2,480 სამუშაოს მაძიებელი; მათ შორის საშუამავლო მომსახურებით - 440, მხარდაჭერით სერვისით - 54, მომზადება-გადამზადებისპროგრამით - 713, ფორუმით - 253, სტაჟირებისკომპონენტით - 54, პანდემიით დაზარალებული პირები სულ 966.
სააგენტოს ფარგლებში, ბოლო ორ წელში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 5,468-მა სამუშაოს მაძიებელმა.
2020 წელს, სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა 2 დასაქმების ფორუმი, 2021 წელს კი 11.