საზოგადოება
09/04/2021

დამეწყრილ უბანს წყნეთში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებით გაამაგრებენ

თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორია ნაკვეთი 03/027-ის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის რკ/ბეტონის საყრდენი კედლებით გამაგრდების სამუშაოები დაიწყება.

მერია გამაგრებით სამუშაოებზე ₾1,68 მლნ-ზე მეტს დახარჯავს. ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში წყნეთის გზატკეცილთან მომიჯნავე ფერდის ნაწილის ძვრა დაფიქსირდა. ჩამოშლილი გრუნტის მასივი გადმოვიდა სავალ ნაწილზე და შეიქმნა საშიშროება გზის მთლიანად ჩაკეტვის რაც დიდ საფრთხეს ქმნიდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის.