საზოგადოება
15/10/2020

COVID-19-ის მართვაში შესაძლოა სადაზღვევო სექტორის ოჯახის ექიმები ჩაერთონ

COVID-19-ის მართვაში შესაძლოა კერძო სადაზღვევო სექტორის პროვაიდერი კლინიკების ოჯახის ექიმებიც ჩაერთონ. ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

"თქვენს კლინიკებში გყავთ საკმაოდ კარგად დატრენინგებული ექიმები და გაქვთ გამართული ინფრასტრუქტურა. სახელმწიფოს COVID-19-ის მართვაში ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა, რაც უკვე იდენტიფიცირებულია. ქვეყანაში ინფიცირებულთა ნაწილი დაზღვეულია. შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ, რა რესურსით შეიძლება ჩაერთოს კერძო სადაზღვევო სექტორი კოვიდ 19-ის მართვაში," - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორმხრივი იქნება და სახელმწიფოც მზადაა კერძო სექტორს გაუწიოს დახმარება იმ საკითხებში, რაშიც დასჭირდებათ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

Businesspartner