საზოგადოება
30/07/2021

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით. ასევე, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. გაკეთდა სივრცე ბავშვებისთვის. დაირგო  ხე-მცენარეები და ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით.

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 370 000 ლარია.

დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.