საზოგადოება
07/12/2021

"ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემა, მეტროს ახალი ვაგონები, ველობილიკები - რა ცვლილებები იგეგმება თბილისში

ჭკვიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული ვაგონები, 200 ახალი ავტობუსი, გაჩერებაზე მოცდის შემცირებული დრო, ველობილიკები - ეს თბილისის მერის სატრანსპორტო პოლიტიკაში დაანონსებული ცვლილებებია.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოქალაქეებს კომფორტულად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

მერი ამბობს, რომ წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე აცხადებს, რომ განხორციელდება მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები.

შეიქმნდება ათი სატრანზიტო დერეფანი და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება.

„სამწუხაროდ, ზოგ უბანში ან საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან მოცდის დრო ძალიან დიდია. მომდევნო წლებში ეს პრობლემა მოგვარდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.