ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელსაც Covid-19-ის და სხვა ვირუსების ამოცნობა შეუძლია
ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნიღაბი, რომელსაც კოვიდისა და გრიპის ვირუსების აღმოჩენა შეუძლია.
ნიღაბში ჩაშენებულმა სენსორმა შეძლო ჰაერში, სულ რაღაც 10 წუთში Covid-19, H5N1 და H1N1 გრიპის ვირუსების აღმოჩენა და შეტყობინებების გაგზავნა მოწყობილობაზე, ნათქვამია კვლევაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შანხაიში, ტონჯის უნივერსიტეტში მომუშავე ექვსი მეცნიერი. რეცენზირებული დასკვნები ორშაბათს სამეცნიერო ჟურნალში Matter-ში გამოქვეყნდა.
ნიღაბს შეუძლია აღმოაჩინოს თუნდაც ძალიან დაბალი სიმკვრივის ვირუსები. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნიღაბი ხელს შეუწყობს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებას, მათ შორის Covid-19-ს.
ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებული ნიღბის მიერ გაგზავნილი სიგნალები შეიძლება დამუშავდეს რეალურ დროში და დაუყოვნებლივი გაფრთხილება გასცეს.
ჯგუფმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, შეიმუშავა პატარა რეცეპტორები, რომლებიც შეიცავს სინთეზური მოლეკულის ტიპს, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს სპეციფიკური ცილები პათოგენებში, როგორიცაა ანტისხეულები. ჯგუფმა გამოიყენა სამი სახის სინთეზური მოლეკულა, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს SARS-CoV-2, ან Covid-19, H5N1, ან ფრინველის გრიპი და H1N1, ან ღორის გრიპი.
მეცნიერებმა ნიღაბი დახურულ ოთახებშიც გამოსცადეს ინფიცირებული ზედაპირის პროტეინის შეკუმშვით, რომელიც შეიცავს მხოლოდ ვირუსის მარცვლოვან რაოდენობას. ნიღბის რეცეპტორებმა შეძლეს ვირუსის აღმოჩენა თხევად ნიმუშებშიც კი, რომლებიც შეიცავდნენ 0,3 მიკროლიტრი ინფიცირებულ ცილას, რაც 70-დან 560-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ცემინების დროს წარმოქმნილი სითხის მოცულობა. ხველისა და ლაპარაკის დროს გაცილებით ნაკლები სითხე გამოიყოფა, ვიდრე ცემინებისას.
მომავალში თუ ახალი რესპირატორული ვირუსები გაჩნდება, ნიღაბი შეიძლება განახლდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს მათ აღმოსაჩენად.
„ექიმები ძირითადად ეყრდნობიან თავიანთ გამოცდილებას დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მაგრამ მოწყობილობებით, რომელთა ტარებაც შესაძლებელია, უფრო მდიდარი მონაცემების შეგროვება, დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეიძლება უფრო ზუსტი გახდეს“, - თქვა ფანგმა.
კვლევის შემდეგ ფაზაში მეცნიერთა გუნდი მიზნად ისახავს კიდევ უფრო შემცირდეს გამოვლენის დრო და გაიზარდოს მგრძნობელობა.